ნიკა მელიამ მისალმების შემდეგ დებატები დატოვა – “სულ კარგად ბრძანდებოდეთ” – ასე დაემშვიდობა კახა კალაძე

“ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ, მაუწყებელზე გამართული დებატები მოსალმების შემდეგ დატოვა.

“ეს ფორმატი არანაირად არ უწყობს ხელს რეალური დებატების გამართვას და ამაში მალე ჩვენი მაყურებელიც დარწმუნდება და მინდა “ქართული ოცნების გენერალურ მდივანს პირადად ვუთხრა, თუ რა ამორალურად მოძალადე და კორუმპირებული პირები არიან დღეს ხელისუფლებაში. მოვედი ვუთხრა, რომ ეს ადამიანებ არაფერს ტაკილობენ, ძალადობენ მშვიდობიან მოქალქეებზე და ეს ადამიანები და ეს ბატონი, რომელიც აქ არის წარმოდენილი (კახი კალაძეზე ამბობს. ავტ.) უსაზღვროდ კორიმპირებული და კრიმინალების მფარველია.

ეს ადამიანი უნდა დამარცხდეს და დამარცხდება იმიტომ, რომ არის მოძალადე. ერთ სივრცეში მოძალადესთან ერთად ყოფნას არ ვაპირებ” – განაცხადა ნიკა მელიამ და სტუდია დატოვა.

“სულ კარგად ბრძანდებოდეთ!” – ასე დაემშვიდობა მას კალაძე.

კომენტარები
იტვირთება...