ნიკა მელია: ვანო მერაბიშვილთან არანაირ თანამშრომლობას არ ვაპირებ! გამორიცხულია!

“ნაციონალური მოძრაობის” ახლად არჩეული თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ის არ პირებს ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ძაგებას, მაგრამ აქვე აცხადებს, რომ მასთან არანაირი სახის თანამშრომლობას არ პაირებს.

ამის შესახებ მან “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ამოცანები, რომელსაც უსახავს პარტიას, არ მოდის თანხვედრაში მისი და მერაბიშვილის ურთიერთობა.

“ვანო მერაბიშვილი იყო შს მინისტრი, რომელმაც ბევრი რაღაცა გააკეთა მარტო პატრულის მაგალითს მოვიყვან შესაფასებლად. კრიმინალთან ბრძოლა იყო გამოცხადებული. ამ ნაწილში ბევრ სასიკეთო საქმესთან ერთად ბევრი შეცდომა და მათ შორის დანაშაული იყო დაშვებული. ვთქვი, რას გავაკეთებდი მის ადგილას და ვფიქრობ რომ ამას თავადაც შეცდომად მიიჩნევს, არ მინდა ამ თემაზე სპეკულირება. მაგრამ იმ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ თანამდებობიდან უნდა გადამდგარიყო.

მაგრამ, ეს ადამიანი იმდენი ხანი იყო ციხეში, რამდენი წელიც შს მინისტრი. “ოცნებიდან” ბევრი 7 წელი კი არა, 7 დღე ვერ გაძლებს სამარტოო საკანში. ეს ყველაფერი ამ ადამიანს თავზე დაარტყა, მაგრამ მასთან თანამშრომლობას არ ვაპირებ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე მასთან ვაპირებ პარტიულ თანამშრომლობას. არც ძაგებას ვაპირებ და არც რაიმე სახით რაიმე თანამშრომლობას ვაპირებ. გამორიცხულია. ის ამოცანები, რომელსაც ვუსახავ პარტიას, არ მოდის თანხვედრაში ჩემი და მისი ურთიერთობა. ეს ყველაფერი ხილული გახდება – ვინ არის “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობაში და ვინ არ არის. ეს ყველაფერი მე კი არ უნდა ვიცოდეს, არამედ ხალხმა უნდა დაინახოს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად