ნიკა მელია: შესაძლებლობა რომ მომეცეს, ციხიდან ნამდვილად გამოვიქცეოდი პროტესტის ნიშნად

“უკანონო პატიმრობაში ვარ, შესაძლებლობა რომ მომეცეს, ციხიდან ნამდვილად გამოვიქცეოდი პროტესტის ნიშნად“,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ტვ პირველთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ თავისუფლებისთვის გამოსასყიდს სთხოვენ.

„ფართოდ მეღიმება, როდესაც ვიღაც ამბობს „გირაო გადაიხადოს“. გირაოს გადახდის ფორმალური მოთხოვნა აღარ არსებობს, გირაოს ამბავი წარსულს ჩაბარდა, პატიმრობა მაქვს შეფარდებული, ეს ვერ გაიგეს ამდენი ხანია. გირაოს კი არ ითხოვენ, ხარკსაც კი არ ითხოვენ, კლასიკური გაგებით გამოსასყიდს მთხოვენ თავისუფლებისთვის, ვხალისობ ასეთ ვითარებაზე. რა გამოსასყიდი გადავიხადო?! გამოსასყიდი კი არა, უკანონო პატიმრობაში ვარ, შესაძლებლობა რომ მომეცეს, ციხიდან ნამდვილად გამოვიქცეოდი პროტესტის ნიშნად“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...