ნიკა მელია: უკანდახევა არ იქნება! ყველას ვერ დაგვხოცავენ!

“პირდაპირ გეუბნებით, უკანდახევა არ იქნება. ჩვენ ვართ ძალიან ძლიერები, იმიტომ რომ მართლები ვართ. ყველას ვერ დაგვხოცავენ”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, “ოცნების” წარმომადგენლები თან ჩხუბობენ და თან ხელები უკანკალებთ.

“პირდაპირ გეუბნებით, უკანდახევა არ იქნება. ჩვენ ვართ ძალიან ძლიერები, იმიტომ რომ მართლები ვართ. ყველას ვერ დაგვხოცავენ. თან ჩხუბობენ და თან ხელები უკანკალებთ. ძმრად ვადენთ სიმართლის სახელით და ერთიანობით. არ არსებობს, 2 ოქტომბერს ეს ადამიანები აღარ იქნებიან ქვეყნის მართვის სადავეებთან. ამისთვის არჩევნებზე გამოსვლაა საჭირო და ვისაც გინდათ იმას მიეცით ხმა, “41”-ის გარდა”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები
იტვირთება...