ნიკა მელია: წელში მაშინ გავიმართებით, როდესაც ხელისუფლებას შეეშინდება ხალხის და არა პირიქით

წელში მაშინ გავიმართებით, როდესაც ხელისუფლებას შეეშინდება ხალხის და არა პირიქით, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა და ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატმა გლდანში ნიკა მელიამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროსაც არ არსებობდა თავისუფალი სასამართლო და პროკურატურა და თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებული იყო.

“2012 წელსაც იძახდნენ, რომ არ დათმობს სააკაშვილი ხელისუფლებას და არ აღიარებს მას, მაგრამ მოუწია ეს. იცით, როდის გავიმართებით წელში, როდესაც ხელისუფლებას შეეშინდება ხალხის და არა პირიქით. 2020 წელია კალენდარზე და დაბალი რანგის საჯარო მოხელეს რატომ უნდა ეშინოდეს საკუთარი პოზიციის გამოხატვა. ადრეც ასე იყო, მაგრამ ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს.

“ნაციონალურ მოძრაობას” არჩევნები არ წაუგია იმის გამო, რომ სიღნაღი ააშენა, ეკონომიკა გააჯანსაღა უდიდესი ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა. მან არჩევნები წააგო იმის გამო, უდიდესი ეცდომები დაუშვა მართლმსაჯულების სისტემაში. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების დროსაც არ არსებობდა თავისუფალი სასამართლო და პროკურატურა და თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებული იყო. დღეს ხომ უარესი მდგომარეობა გვაქვს?!” – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად