ნიკა მელია: თუ ვინმე ოპოზიციური ერთობიდან უარგუმენტოდ გავა, დიდი ხნით პოლიტიკას ჩამოშორდება

თუ ვინმე ოპოზიციური ერთობიდან უარგუმენტოდ გავა, დიდი ხნით პოლიტიკას ჩამოშორდება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ “ტვ პირველის” გადაცემა “პირველებში” განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების შექმნა ბიძინა ივანიშვილმა აიძულა. როგორც მელია ამბობს, ოპოზიციური პოლიტიკოსები ერთმანეთს უფრთხილდებიან.

“იმდენად მძიმე პოლიტიკური შეცდომა დაუშვა ქართულმა ოცნებამ”, რომ სხვა გზა არ დაუტოვა არავის, გარდა გაერთიანებისა. მახსოვს, ოპოზიციური პარტიების პირველი შეხვედრა, ნამდვილად მძიმე იყო. ახლაც ხომ ვაკვირდები და ყველასგან ვგრძნობ, რომ ვუფრთხილდებით ერთმანეთს. იმიტომ, რომ არ დაირღვეს ეს ერთობა. ეს ისეთი ერთობაა, რომლის შექმნაც ბიძინა ივანიშვილმა გვაიძულა. ჩვენს უკან დგას ხალხი, მედია, მედიის წარმომადგენლები.

ამ ერთობიდან ნებისმიერი ადამიანის გასვლის პირობებში უარგუმენტოდ, უბრალოდ პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოშორდება დიდი ხნით. არ ვიტყვი, რომ სამუდამოდ. არის ვითარება, როდესაც შემთხვევით აგური რომ დაგეცეს თავზე, შემთხვევითობას ვერ დააბრალებ. რაც არ უნდა კეთილშობილური მიზანი მქონდეს დავტოვო ახლა ეს ერთობა, ვის დააჯერებ, რომ შენ არ გიყიდა ბიძინა ივანიშვილმა. ამიტომ, ეს ერთობა არის მტკიცე თუ გავუფრთხილდებით ერთმანეთს და არ იქნება პოლიტიკური ამბიციები ასე ვთქვათ პლევარილებული. მაგალითად, “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან სხვებზე, როგორც დიდი პოლიტიკური პარტია და არც იქნება. ამის გარანტორები ჩვენ ვართ. ამ შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ, რომ კომფორტული ერთობა იქნება, მანამ სანამ ბიძინა ივანიშვილი არ გააკეთებს იმას, რასაც საზოგადოება ითხოვს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად