ნიკა მელია: თუ ვერ შევასრულე ამოცანა, რომ “ენმ” მნიშვნელოვანი ჯგუფებისთვის მიუღებელი აღარ იყოს, მაშინ არაფრად მიღირს თავმჯდომარეობა

თუ ვერ შევასრულე ამოცანა, რომ “ენმ” მნიშვნელოვანი ჯგუფებისთვის მიუღებელი აღარ იყოს, მაშინ არაფრად მიღირს თავმჯდომარეობა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

“მოლოდინი მაღალი გაჩნდა “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ, რომ უკეთესი პარტია იყოს და ამ მიამრთულებით ტრანსფორმირდება – ძალას იპოვის საკუთარ თავში, რომ არ იყოს მიუღებელი არცერთი საზოგადოების მნიშვნელოვანი ჯგუფისთვის. თუ მე ეს ამოცანა ვერ შევასრულე, მაშინ არ მიღირს “ნაციონალური მოძრაობის” პარტიის თავმჯდომარეობა”, – აღნიშნა მელიამ.

გადაცემის წამყვანის რეპლიკაზე, რომ ეს ამბიციური განცხადებააა, – პასუხობს:

“ჩემთვის მაგალითი არის გლდანის არჩევნები. ბევრი შეხვედრები დამჭირდა. პირველი სამი თვე ველზე ვიყავი და მედიასთან საერთოდ არ მქონია კომუნიკაცია, რის გამოც სამართლიანად გაგანაწყენეთ, მაგრამ ადამიანებს ავუხსენი რა მინდოდა. შედეგად მოხდა ის, რომ გლდანის რაიონში გავიმარჯვეთ”, – ამბობს მელია.

კითხვაზე,მათ შორის ისეთებიც თუ იყვნენ, რომლებიც წინა მმართველობის დროს იყვნენ უსამართლოდ დაჩაგრულები? – პასუხობს, რომ კი.

“ჩემი შტაბის ერთ-ერთი წევრი იყო ის, ვინც პირველად შემოხაზა 5-იანი, ის 7 ნოემბერს ნაცემი იყო ისე, დღემდე კორსეტით დადის. ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა იყო. ჩემ შტაბში ვინც იყვნენ 50% მანამდე არ ყოფილან “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერები”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად