ნიკა მელია: თუ მე პარლამენტში შევედი, ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნება ემოციურად

“თუ მე პარლამენტში შევედი, რაც ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს და მეგობრებს უნდა დაველაპარაკო, ეს ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნება ემოციურად.”

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ ჟურნალისტებს პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ განუცხადა.

“ბერია რომ არსებობდეს, ბერიას დაქვემდებარებაშიც იქნებოდნენ. არის ასეთი ხალხი. წარმოიდგინეთ, შტურმით აგვიღეს, პარტიის ოფისში შემოვიდნენ, ერთი ადამიანი მეცნო, მერე შსს-ში წამიყვანეს და იქაც წამოვიდა და მერე ციხემდეც მიმაცილა. ძმაკაცივით იყო ყველგან, თავაზიანად მექცეოდა. რუსთავში მაგის მანქანით მივდიოდით, 120-ით. გზაში მეუბნება – სად ვცხოვრობთო?! ეს მძიმე საბანძეთი ხომ უნდა დამთავრდესო. გულში ვიფიქრე, თუ მართლა ასე გებანძება და არ მოგწონს, დაატრიალე ახლა ეს მანქანა და წამიყვანე ისევ ცენტრალურ ოფისში, მაგრამ რატომ ვყვები ახლა ამას, ბერიაც ვახსენე, უშიშროების თანამშრომლებს მაშინაც არ მოსწონდათ ბევრი რამ, მაგრამ ხომ აკეთებდნენ? ექვემდებარებოდნენ. იგივეს გააკეთებენ ახლაც. სამართალდამცავ სისტემაში ხალხი მუშაობს, რომლებიც ყველაზე ულმობელ მმართველსაც დაექვემდებარებიან, ამიტომ სისტემა უნდა შეიცვალოს, რომ არავინ არასდროს გაგიჟდეს, ძალთა ბალანსი უნდა არსებობდეს, მრავალფეროვნება, პლურალიზმი და დამოუკიდებელ შტოებს შორის უნდა იყოს ბალანსი. დღეს ყველაფერი კერძო პირის დაქვემდებარებაშია, რადგან ბევრი ფული აქვს. ინსტიტუციური მმართველობა არ ხორციელდება და არაპროფესიონალები მართავენ” -განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...