ნიკა მელია: თუ არის 1% შანსი, რომ კიდევ ერთხელ ვცადოთ, კუთხეები მაინც დავამრგვალოთ და მოვრიგდეთ, რატომაც არა?

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ის მზად არის, რომ თვის ბოლოს “მოქალაქეების” ლიდერს ალეკო ელისაშვილს შეხვდეს და ამ შეხვედრაზე მას ახლანდელისგან განსხვავებული პოზიცია არ ექნება.

ამის შესახებ ნიკა მელიამ ტვ “პირველის” ეთერში განაცხადა დ აგანმარტა, რომ აუცილებელია, ოპოზიციურ პარტიებს შორის ურთიერთობები არ გაფუჭდეს.

“20 ივნისის შემდეგ თუკი რაიმე მონაპოვარი გევჭირა, ეს იყო ოპოზიციურ პარტიებს შორის დიალოგის კულტურა. ვაკვირდები, რომ ეს ყველაფერი საფრთხის ქვეშაა. მე ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდები, მქონია კომუნიკაცია ყველა პარტიის ლიდერთან. არასდროს არ დამიმალავს ჩემი პოზიცია. ახლა ფიზიკურად ვერ ვიცლი დამატებითი შეხვედრებისთვის. ჩემი თხოვნა იყო, თუ აქვთ სურვილი შეხვედრის და თვის ბოლომდე თუ იცდის დრო, იქნებ გადაგვედო. შედგება ეს შეხვედრა? არაფერს განსხვავებულს არ ვიტყვი იმ შეხვედრაზე, ვიდრე ახლა ვსაუბრობ. მიმაჩნია, რომ თუ არის 1% შანსი იმისა, რომ კიდევ ერთხელ ვცადოთ, კუთხეები მაინც დავამრგვალოთ და მოვრიგდეთ, რატომაც არა?” – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ: “მოქალაქეები” “გირჩთან” ერთად, ოპოზიციას მიმართავენ წინადადებით, თვითმმართველობის არჩევნების შედეგი გახდეს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის წინაპირობა – თუ ამ არჩევნებში ოპოზიცია ჯამურად გაიმარჯვებს, ამ შემთხვევაში დაინიშნოს ახალი არჩევნები.

“მოქალაქეების” პოიზიციაა, რომ საარჩევნო რეფორმისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების შემთხვევაში, პარლამენტში შევლენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად