ნიკა მელია – თბილისის მერად, ელენე ხოშტარია – საკრებულოს თავმჯდომარედ, გირჩი ჯაფარიძე – ვიცემერად – სავარაუდო კანდიდატების ჩამონათვალი

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოპოციის ნაწილი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერად “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარედ, პოლიტიკური მოძრაობა “დროას” დამფუძნებელს ელენე ხოშტარიას, ხოლო თბილისის ვიცე მერად “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის კანდიდატურას წარადგენს.

მელია-ხოშტარია-ჯაფარიძის სამეულს მხარს არ დაუჭერს “ლელო” რადგან ისინი საკუთარი კანდიდატის წარდგენას აპირებენ.
ეყოლებათ თუ არა სხვა ოპოზიციურ პოლიტიკური პარტიებს თვითთმმართველობის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ასევე, სავარაუდოდ შემდეგ კვირას გახდება ცნობილი, ვის დაასახელებს მმართველი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” თბილისის მერობის კანდიდატად.

“მომდევნო კვირიდან იწყება ბრძოლა გამარჯვებისთვის, რომელიც გარდაუვალია და გამარჯვებით დასრულდება ოქტომბერში. არ არსებობს სხვა ალგტერნატივა. თუ რა კონფიგულრაციით, თუ რა სახით, როგორ, შეჯგუფთებდ აოპოზიცია და ამ ყველაფერთან დაკავშირებით კონკრეტულ გეგმას გაგაცნობთ არაუგვიანებ მომდევნო კვირას დღისა” – განაცხადა ნიკა მელიამ

კომენტარები
იტვირთება...