ნიკა მელია: სპეცრაზმელებს დავუპირისპირებთ სიმღერას, ღიმილს (ვიდეო)

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ, პარტიის ცენტრალუტრ ოფისში შეკრებილი ადამიანებს მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის.

მელიას თქმით “ნაცმოძრაობის” ოფისში ამ წუთებში დაახლოებით 1500-მდე ადამიანი იმყოფება.
ნიკა მელიამ გულშემატკივრებს თხოვა, იმ შემთხევაში თუ სპეცრაზმი შევა პარტიის ოფისში, ამ ფაქტს მშვიდად და სიმღერით შეხვდნენ.

“ფიქრობენ, შიგნიდან მოვაწყოთ პროვოკაცია, ბუნებრივია აქ შემოგზავნილი ეყოლებათ რამდენიმე ადამიანი, ფიქრობენ შიგნით  მოხდეს პროვოკაცია და მერე მწვანე შუაქი აენთებთ, ეს ძალინ რთული ამოცანაა.
ჩემი რეაქცია ძალადობაზე იქნება ადეკვატული – ღიმილი, სიმშვიდე , სიმღერა. როდესაც აქ მოვლებ სპეცრაზმელებ,  დავუპირისპირებთ სიმღერას, ღიმილს. მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს რომ ვართ ლაღები.” – ასე მიმართა მელიამ მხარდამჭერებს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...