ნიკა მელია: სიის პირველ ათეულში არ იქნება არცერთი პოლიტიკური ლიდერი

„ნაციონალურმა მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა ნიკა მელიამ “TV პირველის“ ეთერში შეაფასა გიორგი ვაშაძის „ნაციონალური მოზრაობის“ დატოვების ფაქტი და განაცხადა, რომ ეს საქციელი ღალატის და ზურგში დანის ჩარტყმის ტოლფასია, იგი ასევე საუბრობს საარჩევნო სიაზე და აღნიშნავს, რომ სიის ათეულში არ იქნება არცერთი პოლიტიკური ლიდერი, მეტიც იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც პარლამენტში არც კი ყოფილან დღემდე.

„სიის ათეული დაკომპლექტებული იქნება სრულიად ახალი სახეებით, რომლებიც დღემდე პარლამენტში არასოდეს არ ყოფილან. საარჩევნო სიის პირველ ათეულში არ იქნება არცერთი პოლიტიკური ლიდერი.

გიორგი ვაშაძეს ჰქონდა შეთავაზება პარტიული პოლიტსაბჭოს მხრიდან, რომ იგი დაიკავებდა მეთერთმეტე ადგილს. მე მიმაჩნია, რომ არანაირი პრობლემა არ უნდა ყოფილიყო. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს მესამე ვიქნები, მეთექვსმეტე, მეჩვიდმეტე, თუ ორმოცდამეათე.
ალბათ მისთვის ეს არის წასვლის მიზეზი, რომ იგი პირველ ათულში ვერ ხვდებოდა. პირველი ათეული უნდა ყოფილიყო აბსოლიტურად განახლებული და ასეც იქნება. 

გიროგიმ რამდენიმე დღის წინ ასე დასვა საკიხი, რომ ის აუცილებლად უნდა იყოს პირველ ათეულში, რა თქმა უნდა გასაკვირი იყო ჩემთვის.
მე ვთვლი, როდესაც ივანიშვილთან ვარ ომში შესული, ვებრძვით იმ ადამიანს რომელმაც ქვეყანა ჩააგდო იმ მდგომარეობასი რომ არის სიღარიბე, არის უმუშევრობა, და არის აბსოლიტურად ჩამოშლილი ინსტიტუციონალური სისტემა და როცა 8 ოქტომბერს კარს მომდგარი გვაქვს არჩევნები და ასეთი საქციელი იგივეა რომ ადამიანს ზურგში დანას ურტყამ. რა თქმა უნდა, ამას მხოლოდ ერთი შეფასება ეძლევა – ღალატის“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად