ნიკა მელია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს (ვიდეო)

ნიკა მელიას საქმის განხილვა მის გარეშე მიმდინარეობს, რადგან მოსამართლემ სასამართლო დარბაზი დაატოვებინა, ის ამ წუთებში სხდომის დასრულებას გარეთ ელოდება.

სხდომაზე ნიკა მელიამ დააყენა შუამდგომლობა, სამაჯურის მოხსნასთან დაკავშირებით. თუმცა შუამდომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

სწორედ ამას მოყვა ხმაური სასამართლო დარბაზში, რა დროსაც ნიკა მელიამ მოსამართლეს უთხრა: “შენ ვერ გამოიტან დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას. სინამდვილეში მოსამართლის მანტიის მიღმა გაცვია “ქართული ოცნების” მაისური”. ამ სიტყვების შემდეგ ნიკა მელიას მოსამართლემ დარბაზი დაატოვებინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად