ნიკა მელია: საქართველოში პოლიტიკის კეთება რთულია, მაგრამ სადაც ტალახია გასავლელი, მე გავივლი

საქართველოში პოლიტიკის კეთება რთულია, მაგრამ სადაც ტალახია გასავლელი, მე გავივლი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“არცერთ ნაბიჯს არ გადავდგამ, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ჩემს ზნეობასთან. ანუ, ზნეობრივ კომპრომისზე არ უნდა წახვიდე. საქართველოში ძალიან რთულია პოლიტიკა აკეთო. საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ იაზრებს რამხელა წნეხია პოლიტიკოსებზე, რომლებიც ბრძოლის ავანგარდშია. ბრძოლა არის ბევრი მხრიდან, მაგრამ ეს არჩევანი არის ჩემი შეგნებით გაკეთებული. მაგრამ, ახლა წყენის დრო არ არის, სადაც პირველი ნაბიჯი იქნება გადასადგმელი, გადავდგამ; სადაც ტალახი და გუბე იქნება გასავლელი, გავივლი; სადაც ამომრჩეველი იქნება დასარწმუნებელი, დავარწმუნებ – მივცემ შესაძლებლობას, რომ თვალებში ჩამხედონ და მეც ჩავხედო თვალებში”, – თქვა ნიკა მელია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...