მელია:სამშობლოს მოღალატე ორჯონიკიძე-ცხაკაიას და სხვებს 2 გვარი-ივანიშვილი და გახარია მიემატა

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“ეს ხელისუფლება არის უბნელეს მხარეს. ისინი არიან ჩახალიანებთან, ორჯონიკიძეებთან, ცხაკაიებთან, ციციანებთან და ერმოლოვებთან. აი ესენი არიან მათი პოლიტიკური მეგობრები. ასევე როდიონოვები და ლებედები. ეს ხალხი არიან, რომელთა გვარებსაც ორი გვარია მიემატა: ივანიშვილი და გახარია. არცერთ ამ მოღალატეს, არც სერგო ორჯონოკიძეს, არც ცხაკაიას და არც სხვებს თავის დროზე არ ეგონათ, რომ ისინი იყვნენ ქვეყნის მოღალატეები. პირიქით, მოღალატე ხარო რომ გეთქვა, ალბათ თავში ჩაგარტყამდნენ რაღაცას. ისტორიამ წლების შემდეგ დაადასტურა, რომ ეს ადამიანები იყვნენ, ისინი ვინც სამშობლოს უღალატეს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...