ნიკა მელია: სამი თვით გადავადდეს საკრედიტო შენატანების ვალდებულება!

მე ვფიქრობ ამაზე განცხადება უნდა გააკეთოს ან ბიძინა ივანიშვილმა ან ბატონმა გახარიამ უახლოეს დღეებში”-„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას მიმართავს რომ საბანკო სექტორთან ერთად იმუშაოს.

პარტია ხელისუფლებას საკრედიტო შენატანების ვალდებულების გადავადებისკენ მოუწოდებს:

“ეს სამი თვე იწურება ძვირფასო ბიძინა ივანიშვილი. სამი თვე იწურება ივნისის დასაწყისში და სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოში 10-დან 7 მოქალაქეს აქვს საბანკო ვალი ექნება ვალდებულება გადაიხადოს უკვე პროცენტი, რომლის გადახდისაგანაც თქვენ კი არ გაათავისუფლეთ, უბრალოდ ტერმინირებული იყო და ივნისში თვიდან კიდევ უფრო მეტის გადახდა მოუწევთ მათ. ეს ხალხი ვერ გადაიხდის ქვეყანაში არ არსებობს ფული, რომ მოქალაქე მოვიდეს ბანკში და გადაიხადოს ვალი. სამი თვით გადავადდეს საკრედიტო შენატანების ვალდებულება და მე ვფიქრობ ამაზე განცხადება უნდა გააკეთოს ან ბიძინა ივანიშვილმა ან ბატონმა გახარიამ უახლოეს დღეებში“,-ანაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად