ნიკა მელია რუსთავის №12 ციხეში შეასახლეს

დღე დილით პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შსს-ს სპეცრაზმი შევიდა და ოთახი, სადაც ნიკა მელია და ოპოზიციური პარტიის სხვადასხვა ლიდერები ჟურნალისტებთან იმყოფებოდნენ, შტურმით აიღეს.

ნაცმოძრაობის პარტიის ოფისის მე-3 სართულზე სპეცრაზმმა სავარაუდოდ, წიწაკის გაზი გაუშვა, რის შემდეგ შევიდნენ ოთახში, სადაც ნიკა მელია იმყოფებოდა ოპოზიციის ლიდერებთან ერთად და მელია დააკავეს.

როგორც “აიპრესს” სპეციალურ პენიტენციურ სამსახური განუცხადეს, ნიკა მელია რუსთავის №12 ციხეში შეასახლეს.

ციხესთან იმყოფებიან ნიკა მელიას ადვოკატები, რომელბიც მასთან შესახვედრად ემზადებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად