ნიკა მელია: რუსთაველზე არ მივედი, რადგან სისხლისღვრა იგეგმებოდა და დამნაშავედ მე გამომიყვანდნენ

რუსთაველზე არ მივედი, რადგან სისხლისღვრა იგეგმებოდა და დამნაშავედ მე გამომიყვანდნენ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“მეორე დღეს დიახაც ვიყავი თბილისში და შეგნებულად არ ჩავედი რუსთაველის გამზირზე. ეს იყო ჩემი პრინციპული გადაწყვეტილება, რომ მე იქ არ ვყოფილიყავი. იმიტომ, რომ მე მქონდა ინფორმაცია. ისევე როგორც სხვადასხვა შემთხვევებში ჟონავს ინფორმაცია. როგორც ჩვენგან ჟონავს მათგანაც ჟონავს. ჩემი იქ ჩასვლა, ძალიან გაზრდიდა ძალადობის ალბათობას. ეჭვი არ მეპარება, რომ იქ დაიღვრებოდა სისხლი, თანაც ისე, რომ ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ “ქართულ ოცნებას” მე გამოვეყვანე. ის კორდონი მაშინვე გაიხსნებოდა, როგორც კი ამას “ოცნება” ჩათვლიდა”.

საარჩევნო კამპანიის ბინძურ თამაშში, რომელიც წამოიწყო “ქართულმა ოცნებამ” არ ჩავეწერე იმ დღეს. მეორე დღეს პირველ დღეზე უფრო მზაკვრული გეგმა ჰქონდათ – სისხლისღვრა, რომელიც ჩვენ დაგვბრალდებოდა. კონკრეტუად რამდენიმე ადამიანს. სამიზნე მე ვარ, პრაქტიკულად ბოევიკად ვიყავი გამოცხადებული ყველა ეტაპზე”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები
იტვირთება...