ნიკა მელია: რომ მომეცეს საშუალება ციხიდან გავიქცევი, იმიტომ რომ უკანონო პატიმარი ვარ

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს უთხრა: რომ მომეცეს საშუალება ციხიდან გავიქცევი, იმიტომ რომ უკანონო პატიმარი ვარ”.

სასამართლო პროცესი უკვე 4 საათია მიმდინარეობს. პროკურატურამ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების უცვლელად – პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობით მიმართა.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ცოტა ხანში გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...