ნიკა მელია: რეჟიმი იმართება რუსული სპეცსამსახურების მიერ – ველური ინსტინქტების დასაკმაყოფილებლად ქვეყნის პარალიზებაზე მიდიან

რეჟიმი იმართება რუსული სპეცსამსახურების მიერ – ველური ინსტინქტების დასაკმაყოფილებლად ქვეყნის პარალიზებაზე მიდიან, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“ოცნების” რეჟიმი ველური ინსტიქტების დასაკმაყოფილებლად მიდის იმაზე, რომ ქვეყანა იყოს პარალიზებული. ყველა გამოცდილი ექიმი გეუბნებიან, რომ არ შეიძლება ადამიანი იყოს იქ, რადგან დიდ რისკს შეიცავს, მე უფლებას ვიტოვებ ვთქვა, რომ ისინი იმართებიან რუსული სპეცსამსახურების მიერ.

თუ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება ხვალამდე გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, უნდა ვეცადოთ არაძალდობრივი გზით, რომ არ მოვაკვლევინოთ რეჟიმს სააკაშვილი. გეგმა იმის მიხედვით დაკორექტირდება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს რეჟიმი”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები
იტვირთება...