ნიკა მელია: ქვეყანაში ტურისტული სეზონი ჩავარდა, ტურისტები გაიქცნენ

“თითოეული აქედან გაქცეული ერთი ტურისტი ნიშნავს მინიმუმ 20 პოტენციური ტურისტი აქეთ არც გამოიხედავს!”,-ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

“მეხუთე დღეა წყალი არ მიეწოდება ზამთრის კურორტ – გუდაურს !

და რას აკეთებს ამ დროს ხელისუფლება? ნაცვლად იმისა რომ კურორტებზე (უკვე ბაკურიანშიც იგივე ხდება) ჩავიდნენ და პრობლემა მოაგვარონ, გუშინ რესტორანში შეიკრიბნენ და კოლექტიურად აღნიშნეს 2020-ის შემოსვლა.

ქვეყანაში ტურისტული სეზონი ჩავარდა, ტურისტები გაიქცნენ და თითოეული აქედან გაქცეული ერთი ტურისტი ნიშნავს მინიმუმ 20 პოტენციური ტურისტი აქეთ არც გამოიხედავს!

ამ უწყლობით წყალში ჩაიყარა ის მილიონები, რომელიც დაიხარჯა გუდაურის, როგორც საერთაშორისო დონის სამთო-სათხილამურო კურორტის რეკლამირებაზე!

ტურიზმზე ჰკიდია არათუ ამ სფეროში დასაქმებული ხალხის ბედი, არამედ ქვეყნის ეკონომიკაც, ლარის ასე თუ ისე სტაბილურობა, ახლა ეს ყველაფერი იშლება.

გუდაურის შემთხვევაც კარგად აჩვენებს ამ ხელისუფლების სახეს, როგორ იღებენ პასუხისმგებლობას როცა ქვეყანა კრიზისის წინაშე დგას!”-წერს მელია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად