ნიკა მელია: ქალი, რომელიც 2007 წლის დარბევის შემდეგ კორსეტით დადის, დღეს ჩემი აქტიური მხარდამჭერია

“ნაციონალური მოძრაობის” გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა მელია “ტვ პირველთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ 2007 წელს დარბეული და დაზარალებული ქალი, ახლა მისი მხარდამჭერია.

“3 დღის წინ ნიკა მელიას საარჩევნო შტაბში გლდანში იყო ქალბატონი მოსული, რომელიც დღესაც კორსეტით დადის. 2007 წელს ფიზიკურად გაუსწორდნენ მას დარბევისას. ცხოვრებაში არც კი უფიქრია რომ შესაძლებელია, რომელიმე ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს მხარს დაუჭერდა, დღეს აქტიურად მეხმარება და მხარს მიჭერს.

მე 2007 წელს იმ ქალბატონის მოკავშირე ვიყავი როგორც ახალგაზრდა. ძალადობას ყოველთვის ვგმობდი, განსახვავებით კალაძისგან, რომელიც მილანიდან ჩაერთო ერთ-ერთ ტელევიზიას და განაცხადა, რომ იქ პოლიტიკოსებმა აიყოლიეს ხალხიო. გაამართლა ხალხის დარბევა”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად