ნიკა მელია: “ოცნების” დროს ქვეყანა გაღარიბდა, სიღარიბე “ნაცმოძრაობის” დროსაც იყო, მაგრამ ეტაპობრივად მარცხდებოდა

“პოლიტიკური ოპონენტი არ არის ჩვენი მოწინააღმდეგე. ჩვენი მოწინააღმდეგე არის ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე, მთელი არსით არის ოლიგარქი”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა, რომელიც ოპოზიციის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება გლდანში.

“პოლიტიკური ოპონენტი არ არის ჩვენი მოწინააღმდეგე. ჩვენი მოწინააღმდეგე არის ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე, მთელი არსით არის ოლიგარქი. ამ ქვეყანას დაუფლებულია მისი გარემოცვა, ვიწრო წრე. ქვეყანა მნიშვნელოვნად გაღარიბდა ამ ხელისუფლების პირობებში და გაღარიბდა იმიტომ, რომ არ გვქონდა სიღარიბიდან ამოსვლის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა გვქონდა ეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ გამდიდრდებოდა ბატონი ფარცხალაძე. ვერ გამდიდრდებოდა ვერც მურუსიძე, ვერც ჩინჩალაძე და ვერც ბატონი ივანიშვილი დაიწყებდა დედამიწის ქერქში ძრომიალს და სპილენძისა და ოქროს ამოღებას, რასაც აკეთებს ბოლნისის მუნიციპალიტეტში. არასოდეს არ მითქვამს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დროს სიღარიბე არ იყო, მაგრამ ეს სიღარიბე ეტაპობრივად მარცხდებოდა”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად