ნიკა მელია: “ოცნებამ” საარჩევნო კამპანია ომის თემით სპეკულაციით დაიწყო… 35 წუთი დედას ვიგინებოდი

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო კამპანია დაიწყო და მან ეს დაიწყო ომის თემით სპეკულაციით, სამწუხაროდ. ჯერ ერთი ომი საშინელებაა და კიდევ უფრო საშინელებაა ომით დაშინება საკუთარი მოსახლეობის. რაც გუშინწინ ტელეკომპანია “იმედმა” გაუშვა ეთერში, არ დაგიმალავთ და 35 წუთის განმავლობაში ვილანძღებოდი, დედას ვიგინებოდი. “ენ-ტე-ვე”-ზე და “ო-ერ-ტე”-ზე რომ გასულიყო მსგავსი ფილმი, სადაც ქართული მხარე გამოდის ომის ინიციატორად და დამნასავედ, იქაც კი აღვშფოთდებოდი, მაგრამ როცა ეს გადის ერთ-ერთ მთავარ არხზე საქართველოში 35 წუთის განმავლობაში. ლალიაშვილი გამოდის და ამბობს, რომ ის არის ამ ფილმის ავტორი, ამას ამბობს ადამიანი, ვინც არის ტელეარხის იდეოლოგი. ეს გააკეთეს ლალიაშვილმა, ნაცვლიშვილმა და ივანიშვილმა. “ენ-ტე-ვე”-ზე გასულ ფილმში რაც იყო იმის გამეორება იყო ერთი ერთში, ოღონდ ქართულად. მაგალითად, 15-ე წუთზე იყო ნათქვამი ფრაზა: “ამის შემდეგ რუსეთს სხვა გზა არ ჰქონდა, რომ გაეხსნა ცეცხლი”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...