ნიკა მელია ოქრიაშვილი-ჩოჩელზე:  როგორ გგონიათ, “ძალა ერთობაშია” ხელს უწყობს ოლიგარქატის გაგრძელებას?!

“გამორიცხულია, ჩვენ ვებრძვით ოლიგარქიულ წესწყობილებას”, – ასე პასუხობს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი და ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი გლდანში ნიკა მელია გადაცემა “რეაქციის” წამყვანის კითხვაზე იმაზე, რომ შალვა ნათელაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” ბლოკში კახა ოქრიაშვილისა და ცეზარ ჩოჩელის შეერთების გამო უკამყოფლება გამოხატა, რომ ერთი ოლიგარქის სხვა ოლიგარქებით ჩანაცვლებას არ ვაპაირებთო და განხეთქილება ხომ არ არის ოპოზიციაში.

“მე ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ მძულს, შეიძლება არაჩვეულებრივი მეზობელი ყოფილიყო და ა. შ. მაგრამ, როგორც ოლიგარქთან სერიოზული პრეტენზიები მაქვს და ვებრძვი. ამიტომაც დავდივარ სამაჯურით და როგორ გგონიათ “ძალა ერთობაშია” ხელს უწყობს ოლიგარქატის გაგრძელებას?!” – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად