ნიკა მელია ოპოზიციონერ კოლეგებზე: პოლიტიკოსისთვის ეჭვიანობა პროფესიული დაავადებაა

საწყენი იყო გუშინდელი განცხადება. არ მინდა სახელებითა და გვარებით საუბარი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში გადაცემა “პოლიტმეტრში” განაცხადა.

“პოლიტიკოსისთვის ეჭვიანობა ჩვეულებრივი პროფესიული დაავადებაა. მეც რომ ვიყო ასეთი პატარა პარტიის წარმომადგენელი შეიძლება ასე მოვქცეულიყავი. ვცდილობ ხოლმე პატარა პარტიის ლიდერის ტყავში შევძვრე და იქიდან დავინახო პროცესები”, – აღნიშნა მელიამ.

გადაცემის თანაწამყვანის ვახო სანაიას კითხვაზე, ესეც კონფრონტაციული განცხადება ხომ არ არის, როდესაც გამოკითხვებით “ვეროპული საქართველო” მეორე ოპოზიციური პარტიაა და ამბობთ მომცროსო? – მელია პასუხობს:

“კარგი, დიდი პარტიაა, არ არის პრობლემა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებისგან იყო დაშვება… მეც იმ აზრზე ვარ, რომ არ იყოს სწორი ის, რომ თუ ოპოზიციური პარტიები ვერ შევთანხმდით, დავიღუპებით. ეს აზრი დააფიქსირეს სხვებმაც, მაგრამ ამით არანაირი აზრის ცვალებადობასთან არ გვქონია საქმე”, – განაცხადა ნიკა ნელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად