ნიკა მელია: “ნაცმოძრაობას” ჰქონდა შეცდომები, ამიტომ არ მივეცი 2008 წელს მიხეილ სააკაშვილს ხმა

“ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან ბევრი პოზიტიური რამ გაუკეთებია, მაგრამ არასოდეს არ გავურბივარ და არც თქვენს ეთერს გავექცევი, რომ რა თქმა უნდა, იყო მძიმე შეცდომები, აბა რატომ არ მივედი და არ მივეცი 2008 წელს მიხეილ სააკაშვილს ხმა? არ მომწონდა” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობს” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გადაცემა “ღამის კურიერში” განაცხადა.

“მაგრამ, ხელისუფლებაში ყოფნა და მერე ოპოზიციაში გადმოსვლა და 8 წელიწადი ოპოზიციაში კიდევ დამატებით ყოფნა რას ნიშნავს იცით, ნიშნავს რომ ეს ძალა კიდევ უფრო გაჯანსაღებულია, ვიდრე ოდესმე.
“ნაციონალური მოძრაობა” როდესაც დაფუძნდა, ზუსტად 2 წელიწადში მოვიდა ხელისუფლებაში და ეს ძალა იყო რევოლუციური… რა იყო “ნაციონალური მოძრაობის” ძირითადი დაპირება? კრიმინალის და კორუფციის აღმოფხვრა. სატელევიზიო დაჭერები საიდან წამოვიდა? დაკვეთა იყო საზოგადოების, მაგრამ მერე, თქვენ რომ უთხარით მიხეილ სააკაშვილს, რომ ძალიან მაგარი ხარ, აღმოფხვერი კორუფცია, კრიმინალი, მერე მოთხოვეთ თქვენ დამოუკიდებელი სასამართლო, მაგრამ დამოუკიდებელი სასამართლო ვეღარ მოხერხდა წინა ხელისუფლების პირობებში.“- განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად