ნიკა მელია: “ნაცმოძრაობა” დიდუბეში ზურაბ ჯაფარიძეს დუჭერს მხარს, საბურთალოზე კანდიდატს არ დავაყენებთ

“მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა დღეს, რომელიც გულისხმობს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურის დაყენებას. ჩემი აზრით ამ ქვეყნისთვის თეორიულად არაფრის მომტანმა გია ვოლსკმა მარცხი უნდა იწვნიოს. მომავალმა თაობამ უნდა გაიმარჯვოს და ზურაბ ჯაფარიძე წარმოადგენს სწორედ ასეთ პოლიტიკოსს”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრობის” ლიდერმა ნიკა მელიამ “ფორმულასთა” განაცხადა.

“რაც შეეხება საბურთალოს რაიონს, ნაციონალური მოძრაობა კანდიდატს არ აყენებს, რადგან საბურთალოს რაიონში ოპოზიციის ბევრი ღირსეული კანდიდატია წარმოდგენილი და არ გვინდა მათ ხელი შევუშალოთ, “ქართული ოცნების” კანდიდატის დამარცხებაში ძლიერ ოპოზიციურ კანდიდატებს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, საბურთალოს რაიონში ოპოზიციის საერთო კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი იქნება, დიდუბე ჩუღურეთში – ზურაბ ჯაფარიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად