ნიკა მელია: მთავრობა უნდა გადადგეს და ტექნიკური მთავრობა დაინიშნოს!

“რომ გამოვოდეს ბიძინა ივანიშვილი ხვალ და თქვას ,რომ გამინათდა ახლა და მოდით მენდეთო, რატომ უნდა ვენდოთ? არავინ არ ენდობა” – განაცხადა ნიკა მელიამ ნიკა გვარამიასთან.

მისი თქმით, ივანიშვილის ნდობა შეუძლებელია, ამიტომ საჭიროა ხელისუფლების შეცვლა.

“მთავრობა უნდა გადადგეს, ტექნიკური მთავრობა უნდა დაინიშნოს და ამის შემდეგ ეს იქნება სიგნალი ყველასთვის, რომ ხელისუფლება აღარ არსებობს და ჩატარდება არჩევნები” – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ხვალ ოპოზიციური პარტიების მასშტაბური აქციაა დაგეგმილი რუსთაველის გამზირზე. პარალელურად, აქციას მართავს ცალკე ირმა ინაშვილი და პატრიოტთა ალიანსი, რომელსაც შეუერთდა “ქართული მარში”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად