ნიკა მელია: მთავარი რწმენაა! უნდა გრძნობდეთ, მელიას ბიულეტენს თუ მოპარავ, შეგაკვდება!

ისეთი ჯგუფი შეიკრიბება, რომელიც ბრძოლაში წავა და მე ამ ჯგუფში ვიქნები. ის, ვინც მართლა ეკლექტურ ჯგუფს არ შემოუერთდება, თავადვე დაზიანდება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“ისეთი ჯგუფი შეიკრიბება, რომელიც ბრძოლაში წავა და მე ამ ჯგუფში ვიქნები. ეს ჯგუფი გაიყოლებს საზოგადოების დიდ ნაწილს. ის, ვინც მართლა ეკლექტურ ჯგუფს არ შემოუერთდება, კი ბატონო მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება და თავადვე არიან პასუხისმგებლები. 30 ოპოზიციონერი პოლიტიკოსიდან 5 თუ ბრძოლაში არ წამომყვება, მე რომ მკითხოთ თუ ვინმე დაზიანდება, ის 5 იქნება. კამპანიის შუაგულში შესაძლოა ის 5 არც არავის გაახსენდეს.

რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია პროგრამა, დებატები, საარჩევნო კლიპები, სტუდიაში გადაცემები, მაგრამ ყველაზე მთავაია რწმენა. უნდა გრძნობდეთ, რომ მელიას თავი აქვს გადადდებული და ბიულეტენს რომ მოპარავ, ის შეგაკვდება. პოტენციურმა მომპარავმა რომ იცის, ესენი იმდენად ბრძოლის ჟინით არიან ანთებულები, რომ ამის საშუალებას არ მომცემენ და ხელში ჩამარტყამენ ხელს, მაშინ ისიც ვერ გაბედავს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...