ნიკა მელია მოსამართლეს: „ჩინჩალაძე მომიკითხე, გენაცვალე“

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა.

რასაც სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.
ნიკა მელიამ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მოსამართლეს მიაძახა: “ჩინჩალაძე მომიკითხე, გენაცვალე”, რის შემდეგ ნინო ჩახნაშვილმა მელიას სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

შეგახსენებთ, სასამართლოში მელიას ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა მისი აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვების შესახებ. ხოლო, ნიკა მელიას საქმის პროკურმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიება არ უნდა შეიცვალოს და პატიმრობაში დარჩეს.

მოსამართლემ არ გაითვალისწინა ადვოკატების შუამდგომლობა და ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...