ნიკა მელია: მნიშვნელოვანი ბრძოლა გველოდება, ეს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, ეს იქნება ეგზისტენციალური არჩევნები

“მნიშვნელოვანი ბრძოლა გველოდება, ეს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, ეს იქნება ეგზისტენციალური არჩევნები”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გლდანში მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა მელიამ „ლეიბორისტური პარტიის“ ოფისში განაცხადა, სადაც ოპოზიციის ლიდერებმა მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს.

“მნიშვნელოვანი ბრძოლა გველოდება, გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, ეს არ იქნება ჩვეულებრივი საარჩევნო კამპანია, ვინაიდან ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის პოლიტიკური ოპონენტი, ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის ადამიანი, რომელიც აკეთებს პოლიტიკას და რომელიც არის ქართულ პოლიტიკაში, ჩვენი მოწინააღმდეგე, ყველასი – როგორც პოლიტიკოსების, ასევე მოსახლეობის, არის ოლიგარქი, ადამიანი, რომელიც მხოლოდ ზრუნავს საკუთარ კეთილდღეობაზე.

შეუძლებელია სახელმწიფო განვითარდეს ან გავითარების შანსი ჰქონდეს, სადაც ქვეყნის მართვის სათავეებთან არის ოლიგარქი.

ოლიგარქია არის ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა. დღეს მართვის სათავეებში არის ადამიანი, რომელმაც დეკლარირებულად თქვა, რომ ამ ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს მომავალი, უნდა ჰქონდეს მხოლოდ ოლიგარქიული მომავალი. ასე რომ, ეს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, ეს იქნება ეგზისტენციალური არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის მინიმუმ მომდევნო 10-15 წელიწადს”, – ამბობს მელია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად