ნიკა მელია: მივმართავ ბიძინა ივანიშვილს და გომელაურს, ხელი აიღეთ დანაშაულის ჩადენაზე

“მივმართავ ამ ქვეყნის მხარდამჭერებს, კრიტიკული საათები მოდის, ხმებს დაცვა სჭირდება, გთხოვთ უმორჩილესად, მობრძანდეთ გლდანის ცენტრალურ შტაბში, რათა დაახლოებით საათ-ნახევარში ჩვენ გადავნაწილდეთ და მშვიდობიანად დავიცვათ ხმები”.

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის”  გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ გლდანში მომხდარ დაპირიპირებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გლდანში იმაზე უფრო შემაშფოთებელია ვითარება, ვიდრე მაყურებელს ჰგონია, რადგან არ იგრძნობა კიდევ ის დაძაბულობა,რომლის სულის ჩამდგმელიც არის ხელისუფლება კრიმინალთან ერთად.

„მივმართავ ბიძინა ივანიშვილს და გომელაურს, ხელი აიღეთ ამ დანაშაულის ჩადენაზე. ჩვენ ხმებს დავიცავთ, არ გაგაყალბებინებთ. საარჩევნო უბნების შიგნით არ გიშვებთ, რომ არ ჩაშალოთ არჩევნები, არ დაარბიოთ საარჩევნო უბნები და ამ მასკარადებს აწყობთ საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე. ახლა მივმართავ ამ ქვეყნის მხარდამჭერებს, კრიტიკული საათები მოდის, ხმებს დაცვა სჭირდება, გთხოვთ უმორჩილესად, მობრძანდეთ გლდანის ცენტრალურ შტაბში, რათა დაახლოებით, საათ-ნახევარში ჩვენ გადავნაწილდეთ და მშვიდობიანად დავიცვათ ხმები. ჩვენ ვართ მშვიდად. განგებ არ გავდივარ საარჩევნო შტაბიდან. ამიტომ,  მხარდამჭერებს ვთხოვ, მშვიდობიანად გამოცხადდეთ გლდანის ცენტრალურ შტაბში, რათა ხმები დავიცვათ. ეს არჩევნები მოგებულია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად