ნიკა მელია: მერაბიშვილს გირგვლიანის საქმის შემდეგ თანამდებობაზე დარჩენის მორალური უფლება არ ჰქონდა, ის სიაში არ იქნება!

მერაბიშვილს გირგვლიანის საქმის შემდეგ თანამდებობაზე დარჩენის მორალური უფლება არ ჰქონდა, ის სიაში არ იქნება! – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა და ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატმა გლდანში ნიკა მელიამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

მისი თქმით, მე ჩემ თავს ვერ ვხედავ იმ გუნდში, სადაც იქნება ბატონი ვანო მერაბიშვილი.

“არა, ვანო მერაბიშვილი არ იქნება სიაში. ჩემი აზრი არის შემდეგი: ვანო მერაბიშვილმა ძალიან ბევრი რამე გააკეთა ამ ქვეყანაში, როდესაც სრული განუკითხაობა იყო, ყაჩაღებისა და კრიმინალების ბოგინი იყო, მაგრამ იმასაც ვაძლევ შეფასებას, რომ ბევრი რამე ძალიან რბილად რომ ვთქვათ ანტიკონსტიტუციური იყო.

ყველაზე დიდ შეცდომად მიმაჩნია ის, რომ როდესაც ახალგაზრდა გირგვლიანის შემთხვევა მოხდა, მას არანაირი მორალური უფლება არ ჰქონდა, რომ თანამდებობაზე დარჩენილიყო. სამწუხაროდ დარჩა თანამდებობაზე და ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ხალხმა ეს დაივიწყა. სინამდვილეში ეს დაილექა და როგორც ტალღა ისე დაარტყა 2012 წელს ყველაფერთან ერთად. მისი პოზიტიური ცოდნა ქვეყანას უნდა გამოადგეს, მაგრამ მას ასევე აქვს ნეგატიური გამოცდილება. მე ჩემ თავს ვერ ვხედავ იმ გუნდში, სადაც იქნება ბატონი ვანო მერაბიშვილი”, – თქვა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად