ნიკა მელია: მე ვარ ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და როგორ წარმოგიდგენიათ ვთქვა, რომ სააკაშვილის პრემიერობას მხარს არ ვუჭერ?!

მე ვარ ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და როგორ წარმოგიდგენიათ ვთქვა, რომ სააკაშვილის პრემიერობას მხარს არ ვუჭერ?! – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა და ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატმა გლდანში ნიკა მელიამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“ბუნებრივია, სააკაშვილის პრემიერობას მხარს ვუჭერ. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ თქვას, რომ მას არ უჭერს მხარს. სააკაშვილს ძალიან ბევრი ადამიანი უჭერს მხარს და ბევრი არ უჭერს. ის, რომ ვიღაცა სააკაშვილის, მელიას, ან გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი არ არის, ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. ჩვენ ვეცდებით, რომ მხარდაჭერა გავზარდოთ, მაგრამ ჩემთვის მისასალმებელია, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები იყვნენ წარმოდგენილი პარლამენტში”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად