ნიკა მელია: მე და გიგა ბოკერია არ შევრიგებულვართ, მაგრამ ქვეყანას ცეცხლი უკიდია

როცა სახლი იწვის და შენ ქაფჩები უნდა აიღო და წყალი შეასხა, იმის გარჩევას დაიწყებ ვისთან ერთად აქრობ კერას?! ცეცხლი უკიდია ამ სახელმწიფოს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში გადაცემა “პოლიტმეტრში” განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება და ოლიგარქია მოსაშორებელი და ამაზე თანხმდებიან ის და გიგა ბოკერია.

“როცა ვიღაცა ვიღაცას არ მოუწონებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ცალკეულ ლიდერთან რა გინდოდა, ან ზოგადად “ნაციონალურ მოძრაობასთან”, აბა აქეთა გადმოსახედიდან გადახედეთ – “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი რამდენია არ დავასახელებ… მაპატიეთ, მაგრამ როცა სახლი იწვის და შენ ქაფჩები უნდა აიღო და წყალი შეასხა, იმის გარჩევას დაიწყებ ვისთან ერთად აქრობ კერას?! ცეცხლი უკიდია ამ სახელმწიფოს!

ჩვენ არ შევრიგებულვართ, მე და გიგა ბოკერია არ შევრიგებულვართ და ალბათ არც არასდროს შევრიგდებით. ბევრი არაფერი საერთო გვაქვს გარდა იმისა, რომ ორივემ ვთქვით, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება და ოლიგარქი მოსაშორებელი. გარკვეული პერიოდის შემდეგ ან ის იქნება ჩემი ოპოზიცია, ან მე ვიქნები მისი ოპოზიცია”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად