ნიკა მელია: მე აქ სავარაუდოდ კრიმინალებთან მექნება დაპირისპირება

მე აქ სავარაუდოდ კრიმინალებთან მექნება დაპირისპირება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა, რომელიც ოპოზიციის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება გლდანში.

მისი თქმით, სუს-თან კავშირში მყოფ პირებს გულისხმობს.

“პირდაპირ გეუბნებით, მე აქ დაპირისპირება მექნება სავარაუდოდ კრიმინალებთან. ეს არის გამოწვევა ჩემთვის. კრიმინალებს როცა ვამბობ კლასიკური გაგებით კრიმინალებსაც არ ვგულისხმობ. სუს-თან კავშირში მყოფ პირებს ვგულისხმობ. ეს არის მათი მთავარი საყრდენი. რეალურად მეტი არავინ არ ჰყავთ”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად