ნიკა მელია: მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ! ეს ჩემი შეუვალი პოზიციაა

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ციხიდან ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ახალ 5 პუნქტიან დოკუმენტს და სოციალურუ ქსელში წერს.

“მოკლედ მინდა, გითხრათ ჩემი მოსაზრება: რა გამოდის – ძალმომრეობას იმიტომ არ შევეგუე, უკანონობას იმიტომ არ დავემორჩილე და უსამართლობაზე იმიტომ არ დავხუჭე თვალი, რომ შემდეგ ჩემი თავისუფლებისთვის ვინმეს ან მე, გირაოდ გასაღებული გამოსასყიდი გადაგვეხადა? ეს ჩემთვის მიუღებელია. ჯერ პატიმრობა შემიფარდეს და შემდეგ ჩემი თავისუფლებით დაიწყეს ვაჭრობა. ამ გზით მოპოვებული „თავისუფლების“ შედეგი რა იქნება – შეწყალებული მოძალადე თანამდებობის პირები და პოლიციელები. და თან იმ ფონზე, რომ ქვეყნისთვის აუცილებელი პოლიტიკური მიზანი მიუღწეველია და კრიზისის რეალური დაძლევის გზა არ იკვეთება. მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ. ეს ჩემი შეუვალი პოზიციაა. „ოცნებამ“ კარგად იცის, როგორ იკეტება ციხის კარი და ასევე მშვენივრად შეუძლია მისი გაღება“, – წერს ნიკა მელია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...