ნიკა მელია: მაქვს მოლოდინი, რომ ივანიშვილი კალაძის უახლოეს გარემოცვას დააკავებს

მაქვს მოლოდინი, რომ ივანიშვილი კალაძის უახლოეს გარემოცვას დააკავებს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში, ვახო სანაიას “დღის ამბებში” განაცხადა.

“ერთ-ერთი მიზეზი რატომაც დასდევს ივანიშვილი ასე გაშმაგებით ოპონენტებს პოლიციელებისა და პროკურორების მეშვეობით, ეს არის სიძლიერის დემოსნტრირება გუნდის ფარგლებში. მან უნდა აჩვენოს გუნდის წევრებს და ე. წ. ლიდერებს, მათ შორის კალაძეს არასწორი მანევრირება არ გააკეთონ. თორემ, სადაც მე მაგალითად ოპონენტებს არ ვინდობ, შენთანაც მოვალ და შენთანაც დაიჩოქებს აქლემიო. დიახ, დაწყებულია გამოძიება მისი უახლოესი გარემოცვის წინააღმდეგ. ვერც უარყო კალაძემ ეს. ბევრჯერ უთქვამს “გამოექანა ფუნიკილიორიდან” და მსგავსი ეპითეტები.

მე ოპოზიციაში ნამდვილად არ ვიქნებოდა, კალაძესთან ის ურთიერთობა რომ მქონდეს, რომ კალაძემ შემომითვალოს რაღაცა მე. ისინი კორუფციაში არიან გასვრილები და ერთმანეთზე აგროვებენ კომპრომატებს. დღეს ივანიშვილს უფრო მეტი ძალაუფლება აქვს, ვიდრე კალაძეს და ივანიშვილი ცდილობს, რომ ყველაფერი მისი შეხედულებებისამებრ მოაწესრიგოს.

ჩემი მოლოდინი ასეთია, რომ უახლოეს პერიოდში კალაძის გარემოცვის არაერთ ადამიანს – იქნება ეს გამგებელი, მერის მოადგილე, პარლამენტარები, ბიზნესმენები და ა. შ. დააკავებს. ამით კალაძეს წარმოაჩენს კორუმპირებულად და ეცდება, წარმოჩინდეს რომ კორუფციას ებრძვის”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად