ნიკა მელია: მადლობა სტრასბურგის მოსამართლეს, რომელმაც ქვეყანა დესტაბილიზაციას გადაარჩინა!

"მადლობა მოსამართლეს, რომელმაც ქვეყანა გადაარჩინა დესტაბილიზაციას, გადაარჩინა იმ მდგომარეობას, სადაც არ იქნებოდა ნორმალური პოლიტიკური პროცესი",- ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, "რუსთავი 2"-ის საქმეზე უზენაესის გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეჩერდა. 

"ალბათ, პროფესიონალური და პიროვნული ტრაგედია განიცადა გუშინდელ დღეს იმ ცხრავე მოსამართლემ. ეს მათთვის იმხელა ლაქაა, რომელსაც ვერასდროს ჩამოირეცხავენ. მადლობა მოსამართლეს, რომელმაც ქვეყანა გადაარჩინა დესტაბილიზაციას, გადაარჩინა იმ მდგომარეობას, სადაც არ იქნებოდა ნორმალური პოლიტიკური პროცესი. ჩვენ, პოლიტიკოსებს, სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფს, არასამთავრობო ორგანიზაციებს ივანიშვილი უხშობდა ერთადერთ მედიას, სიტყვის თავისუფალ საშუალებას, რაც ივანიშვილის კონტროლის მიღმაა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...