ნიკა მელია ლევან კობიაშვილზე: წირვაში დაღლილი მღვდელივით, თითქოს უმწიკვლო ადამიანია, ისე წარმოაჩენს თავს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერის, გლდანში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, მისი კონკურენტი ხელისუფლების კანდიდატი, ლევან კობიაშვილი მასთან პირველივე ტურში წააგებს.

ამის შესახებ ნიკა მელიამ გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ჩართვისას, გლდანის ოლქში მის კონკურენტებზე საუბრისას განაცხადა.

“კონკურენტი მყავს კალაძის ძმაკაცი, რომელსაც შანსი არ აქვს უბრალოდ გამარჯვების, მაგრამ  წირვაში დაღლილი მღვდელივით, თითქოს უმწიკვლო ადამიანია, ისე რომ წარმოაჩენს თავს, სინამდვილეში, საერთოდ არ გამკვირვებია, რომ ეს ადამანი ქვას ისვრის”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს, გლდანულაში, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, “ენმ”-ს ერთ ერთ ლიდერს და ოპოზიციის ერთიან კანდიდატს გლდანში, ნიკა მელიას თავს დაესხნენ.

როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, მოსახლეობას ის სკვერში ხვდებოდა, რა დროსაც სავარაუდოდ კორპუსის სახურავიდან ქვები დაუშინეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად