ნიკა მელია: ლევან კობიაშვილს ან სოციალური ან მუნიციპალური საკითხები შეიძლება, აწუხებდეს?

“შანსი ვერ ექნება ბიძინა ივანიშვილის და კალაძის მეგობარს ამ რაიონში, იმიტომ კი არა, რომ ძლიერი კონკურენტია ნიკა მელიას სახით, იმიტომ, რომ მოსახლეობა არის გამოფხიზლებული”.

ამის შესახებ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ  მის კონკურენტს მმართველი გუნდიდან, ლევან კობიაშვილს გამარჯვების შანსი არ აქვს.

ნიკა მელიას თქმით, „ქართული ოცნება“ პირდაპირ ვერ იტყოდა, რომ კანდიდატს არ დააყენებდა და ამიტომ დააყენეს კობიაშვილი.

„შანსი ვერ ექნება ბიძინა ივანიშვილის და კალაძის მეგობარს ამ რაიონში, იმიტომ კი არა, რომ ძლიერი კონკურენტია ნიკა მელიას სახით, იმიტომ, რომ მოსახლეობა არის გამოფხიზლებული. მოსხლეობამ უკუსვლა განიცადა კონკრეტულად გლდანის რაიონშიც. უამრავ გლდანელს შეხვდი. საერთო ოპოზიციური ოფისიდან გერთვებით, სადაც დადის ყველა ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერი და წარმომადგენელი, რომლებიც მაჟორიტარულ ნაწილში მხარს მიჭერენ და მათ შორის კობიაშვილის ყოფილი შტაბის წევრებიც და ბევრი ინფორმაციაც მივიღე. შეუძლებელია, ამ ადამიანს ჰქონოდა სურვილი. გამოუშვეს და ახალგაზრდა კაცი მარცხისთვის გაწირეს. ლევან კობიაშვილს ან სოციალური ან მუნიციპალური საკითხები შეიძლება, აწუხებდეს?“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ,  გლდანში ქართული ოცნების კანდიდატი გლდანის მოქმედი მაჟორიტარი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილია. ის ოპოზიციის საერთო კანდიდატს ნიკა მელიას დაუპირისპირდება.

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, რომელიც ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ჩატარდა, გლადანის ოლქში ნიკა მელიას მხარდაჭერა 35%-ია, ქართული ოცნების კანდიდატის – 32%.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად