ნიკა მელია: კონგრესმენების განცხადებები ივანიშვილის გასაგონად გავრცელდა

“ეს განცხადებები გახარიას კი არ გამოუგზავნეს და მიწერეს, ივანიშვილის გასაგონად გავრცელდა”,- ასე აფასებს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია, “პოლიტიკის ფორმულაში“, კონგრესმენების წერილს.

“მოკავშირეები ატყობენ რომ ეს ხალხი არის რეალობას მოწყვეტილი. მათ უკვე მკაფიოდ დაინახეს რომ ეს ადამიანები, რომლებიც ამთთან სასუბროდ ხდებიან არაინ ოლიგარქის ადიუტანტები. ჩემი აზრით, მათ არ უყუყრებენ როგორც პოლიტიკოსებს. ამიტომ, ეს განცხადებები მართლა გახარიას კი არ გამოუგზავნეს და მიწერეს, ბიძინა ივანიშვილის გასაგონად გავრცელდა”,-ამბობს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი ამერიკის შეერთებული შტატების ოთხმა კონგრესმენმა მისწერა. ადამ კინზინგერის, ჯერი კონოლის, ელიოტ ენგელისა და მაიკლ მაკაულის წერილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის Facebook გვერდზე 22 იანვარს, განთავსდა.

ამასთან, კონგრესმენების წერილს ჯო ბაიდენის ცენტრის მმართველი დირექტორი მაიკლ კარპენტერი სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წერილი სერიოზულად უნდა მიიღოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად