ნიკა მელია: კობიაშვილის კამპანია სუს-ის “აგენტებზეა” დაფუძნებული, ასეთია გვასალია და ენმ-ის ყოფილი წევრი კალაძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა მელია “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “რეაქცია” ამტკიცებს, რომ ლევან კობიაშვილის კამპანია სუს-ის “აგენტებზეა” დაფუძნებული.

მელია ასახელებს კონკრეტულ გვარებსაც და ამბობს, რომ ამ პროცესში ჩართულები არიან “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრებიც.

“კობიაშვილმა ისიც კარგად იცის, რომ გლდანში მცხოვრებ არაერთ ადამიანს ნარკოტიკები ჩაუდეს, რომლებიც ტრადიციურლად “ქართული ოცნების” მხარდამჭერები იყვნენ და ახლა აღარ უჭერდნენ. კობიაშვილის კამპანია თავიდან ბოლომდე დაფუძნებულია სუს-ის ე. წ. აგენტებზე. არასოდეს მითქვამს, რომ ეს თუ ის ადამიანი სუს-ზე სადენით არის მიერთებული, მაგრამ ახლა თქვენს ეთერში გავაკეთებ ამ განცხადებას. მაღალი ალბათობით ეს ადამიანები გლდანულაში მომხდარ შემთხვევაშიც იყვნენ ჩართულები.

მაგალითისთვის გეუბნებით, ერთი ადამიანი ეს არის ა მიკროში მცხოვრები დათო გვასალია. თითოეულ სიტყვაზე ვაგებ პასუხს. ეს ბატონი სუს-ის თანამშრომლებთან მჭიდრო თანამშრომლობაშია და იყენებს როგორც “ძველ ბიჭს”. ამას დავამტკიცებ, მომიტევეთ დღეს ყველა კარტს არ გავხსნი. ეს ადამიანი 24 საათი არის “ნაცმოძრაობის” ყოფილ გამგებელთან გლდანში ნიკო ხაჩირიშვილთან ერთად. მეორე ადამიანი არის ბესო კალაძე, რომელიც გაშიფრულია და ეს ბატონიც “ნაცმოძრაობის” წევრი იყო, რომელმაც შალვა რამიშვილთან განაცხადა წლების წინ, თითქოს სააკაშვილმა დაავალა ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაწვა. რეალურად შემოგზავნილი იყო”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად