ნიკა მელია: კობახიძემ მეტი მოტივაცია მომცა, თუ მოვიგებ ოპოზიციაში კი არ გადადის, სახლში მიდის

“ირაკლი კობახიძე თუ მართლა აპირებს სიტყვის შესრულებას, მაშინ მოუწევს პოლიტიკიდან წასვლა. გულახდილად გეტყვით, სამივე ოლქს მოიგებს ოპოზიცია, თანაც პირველივე ტურში”, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებას “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა მელია.

“მეტი მოტივაცია მომეცა. თუ იგებ არჩევნებს კობახიძე ოპოზიციაში კი არ გადადის, არამედ სახლში მიდის. ბატონო ირაკლი თქვენ მე მოტივაცია გამიჩინეთ, დამატებითი მოტივაცია გაუჩინეთ გიორგი ბოტკოველს და ლევან ხაბეიშვილს. სამივე ერთად მოვალთ და მოგთხოვთ. სად იყო ირაკლი კობახიძე? ერთი წუთით არ არის ნამყოფი ოპოზიციაში. წინა ხელისუფლების ოპოზიციაში ნამყოფი არ არის.

2016 წელს ბიძინა ივანიშვილმა ის ხალხი მოიშორა, ვისაც უნარი ჰქონდა, რომ ასე არ გავაკეთებთ და ისე არ გავაკეთოთო… მე ზიზღით არ ვუყურებ ირაკლი კობახიძეს, მაგრამ მეცოდება ის ქვეყანა და ხალხი, სადაც ირაკლი კობახიძეა ხელისუფალი. წინა პლანზეა და ბილბორდებზეა. რთულია ოპოზიციაში ყოფნა, მე ეს ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი და კობახიძეს ვურჩევ, რომ იმდენად არ დაწვას ყველა ხიდი, რომ პარლამენტში მოსვლაც კი გაუჭირდეს”, – განაცხადა ნიკა მელიამ გადაცემა “რეაქციაში”.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: თუ ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი არჩევნებს მოიგებენ, მე პოლიტიკიდან წავალ

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად