ნიკა მელია ხელისუფლებაზე: მადლობელი დავრჩები, ასეთ მელიას შეცდომით ზოოპარკში თუ არ გაუშვებენ

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ნიკა მელია, რომელსაც დღეს პროკურატურაში ბრალი წარედგინა, პარლამენტში მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ხელისუფლებას არ აქვს მის წინააღმდეგ მტკიცებულებები და შესაბმისად არ აქვს სამოქმედო გეგმა.

“გზა-კვალი არეული აქვთ, შეშინებულები არიან. როცა გაპატიმრებენ მიმართვა კეთდება პენიტენციალურ შესაბამის დაწესებულებასთან… მაგრამ ესენი ისეთი დაბნეულები არიან, მადლობელი დავრჩები თბილისის ზოოპარზე არ გააკეთებენ მიმართვას და ასეთ მელიას არ გაუშვებენ თბილისის ზოოარკში შეცდომით”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად