ნიკა მელია: ხალხი ემზადებოდა შეთქმულებისთვის და ეს შეთქმულება მდგომარეობს ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა მელიამ საკუთარი არჩევანი ჩიტაძის ქუჩაზე გახსნილ საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

როგორც ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, არჩევნებზე განსაკუთრებული აქტივობაა:

“მსგავსი აქტივობა არასოდეს არავის არ უნახავს, ყველა უბანზე უკლებლივ. არჩევნების დღეს ხალხი საკუთარ ნებას ხორცს შეასხამს. ხალხი ემზადებოდა შეთქმულებისთვის და ეს შეთქმულება მდგომარეობს ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

დღეს საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები ტარდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად