ნიკა მელია კენჭისყრას აპირებს: ზუგდიდში ვიქნები მაჟორიტარი თუ სხვაგან, ჯერ არ ვიცი

“ჩემთვის სულაც არ არის ხელსაყრელი მაჟორიტარობა, რადგან მეტი შრომა და ძალისხმევაა ამისთვის საჭირო. ეს ყველაფერი უბრალოდ ვალდებულებაა ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერისთვის.” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ “რუსთავი 2”- თან განაცხადა.

“მე ზუგდიდში ვიქნები მაჟორიტარი თუ სადმე სხვაგან, ჯერ არ არის გადაწყვეტილი. მაჟორიტარი პოლიტიკოსი უნდა იყოს, აბა ვინ უნდა იყოს? რატომ ხდება ეს განხილვის თემა, საერთოდ ვერ ვხვდები. რაც შეეხება შეთანხმებებს, ეს ყველაფერი გადანაწილდება საჭიროებისამებრ.

ბიძინა ივანიშვილი დააფრთხო საერთაშორისო პროტესტმა და დაინახა სადღაც შორიდან სანქციები, სასწორზე დადო მისი გუნდის ღირსება და მეორე მხარეს მისი ფული, რომელსაც ძალიან უფრთხილდება. რა თქმა უნდა, აირჩია ფული და გაექცა სანქციებს. დარწმუნებული ვარ, გამოუშვებს გიორგი რურუას.” – განაცხადა ნიკა მელიამ.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს. მელიას თქმით, აღნიშნული ნაბიჯი დიდ შრომას მოითხოვს, თუმცა, მეორე მხრივ, ეს “პოლიტიკური ლიდერის ვალდებულებაა”.

“რომ გითხრათ, სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვარ, ვიყო მაჟორიტარობის კანდიდატი ნებისმიერ ოლქში, არა, მაგრამ ვალდებულებაა, ეს არის პოლიტიკური ბრძოლა, ომი.

წამყვანის კითხვას, სად იყრის კენჭს, ნიკა მელიამ უპასუხა, რომ ეს ოპოზიციის საერთო გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, თუმცა ორი სავარაუდო ოლქი დაასახელა.

“ეს დამოკიდებული იქნება საერთო შეთანხმებაზე. მე განვიხილავ თბილისში ერთ-ერთ ოლქს და ასევე ერთ-ერთ ოლქს დასავლეთ საქართველოში. ან სამეგრელო იქნება, ან თბილისი. თუ გვეყოლება ძლიერი კანდიდატი თბილისის რომელიღაც ოლქში და ანგარიშგასაწევი იქნება იმ ოლქში, რა თქმა უნდა, სხვა ოლქში გადავინაცვლებ. ვისაც მეტი შანსი ექნება ცალკეულ ოლქში, ის უნდა დადგეს იქ”, – ამის შესახებ მან ტვ პირველთან განაცხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად