ნიკა მელია: კელი დეგნანს უნდა სტაბილურობა და მისასალმებელია, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდეს

“ნაციონალური მოძრაობის” ერთერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ის ყოველთვის გააკრიტიკებს იმას, ვინც იტყვის, რომ მოცემულ მომენტში ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა არ იდევნება.

ამის შესახებ ნიკა მელიამ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” წევრის კახა კუჭავას განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომელმაც ოპოზიციური პარტიის ლიდერები ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებისადმი შეტევასა და ანტიდასავლური განწყობების დათესვაში დაადანაშაულა.

“კრიტიკასა და თავდასხმას შორის არის უდიდესი განსხვავება და ვის გამოც მე გამოვთქვი მოსაზრება, ეს მე მგონი, თქვენ ძალიან კარგად იცით. ქვეყანაში იდევნება თუ არა თავისუფალი სიტყვა, მიმდინარეობს თუ არა დევნა პოლიტიკურ ოპონენტებზე, ეს ყველაფერი როდესაც ხდება, ვინც არ უნდა იყოს და ამაზე აქვს სრულიად საპირისპირო პოზიცია, რა თქმა უნდა, ჩემგან კრიტიკას დაიმსახურებს. კელი დეგნანს უნდა სტაბილურობა, გასაგებია და მისასალმებელია, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდეს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად