ნიკა მელია: კახა კალაძე 7 ნოემბრის აქციის დარბევას ამართლებდა

„ქართული ოცნება“ ვისაც აკრიტიკებს, თავიანთ რიგებში ჰყავთ, მურუსიძით დაწყებული, ზარდიაშვილით გაგრძელებული“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქით, შესაბამისად „ქართული ოცნების“ მხრიდან წინა ხელისუფლების კრიტიკა მიუღებელია.

„9 წელიწადი, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყვნენ, ის დეპუტატები სხედან ახლა პარლამენტში. მეტიც, არა მარტო დეპუტატები, მაგრამ ახლა არ მინდა დავასახელო… მე მათგან წარსულზე საუბარს არ მივიღებ“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

ამასთან, ნიკა მელია ირწმუნება, რომ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, როდესაც წინა ხელისუფლების დროს მიხეილ სააკაშვილის კამპანიაში იყო ჩართული, 2007 წლის ნოემბრის აქციის დარბევა გაამართლა.

„კახა კალაძემ დაგმო აქცია და თქვა, რომ პოლიტიკოსები 7 ნოემბერს ბოროტად იყენებდნენ მოსახლეობის აქტიურ ნაწილს. კახა კალაძე 7 ნოემბრის აქციის დარბევას ამართლებდა“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად